ახალი ამბები

“გორის მერის და სუს-ის დაპირისპირება შედის გადამწყვეტ ფაზაში” – ნანა ლოთიშვილი, ენმ 

“გორის მერის და სუს-ის დაპირისპირება შედის გადამწყვეტ ფაზაში, – ასე ეხმაურება ოპოზიცია პროკუარტურის მიერ გორის კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორებისთვის ბრალის წარდგენის საკითხს.

ამავე თემაზე: რას ედავება პროკურატურა კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორს და ვინ დაიცავს მის ინტერესებს სასამართლოში?

ენმ-ის წევრის, ნანა ლოთიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” იმ თანამშრომლებს სჯის, რომელთა განეიტრალებაც უნდა. 

“ფაქტია, რომ გორის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ვერც ერთი ა(ა)იპი გამართულად ვერ მუშაობს. გაუმართავია მათი მენეჯმენტი. თუ კი აღნიშნული პიროვნება დამნაშავე იყო, რატომ არ მოხდა მაშინვე მისი დადანაშაულება. აქვე უნდა ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს, სისტემურ პრობლემასთან. მთლიანად სისტემაა შესაცვლელი. ისინი მხოლოდ მაშინ სჯიან საკუთარ თანამშრომლებს, როდესაც სურთ მათი განეიტრალება და აღნიშნული ა(ა)იპ-ების შემთხვევაში ძალიან მარტივია ხარვეზების მოძებნა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ გორის მერის და სუს-ის დაპირისპირება შედის გადამწყვეტ ფაზაში. რადგანაც გორის მერის მეგობრებს იცილებს სუს-ი თანამდებობებიდან. დავით წეწვაძეც ერთ-ერთი მათგანია”, – განაცხადა ნანა ლოთიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დავით წეწვაძეს ბრალი 2017 წლის ამბებზე წარუდგინა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.