ახალი ამბები

დავით წეწვაძეს თანხების მითვისებას და კონტრაბანდასთან კავშირს ედავებიან – ადვოკატი 

ბრალთან მიმართებაში პოზიცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუფიქსირებია, – ამის შესახებ სასამარათლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან დავით წეწვაძის ადვოკატმა განაცხადა. 

ამავე თემაზე: რას ედავება პროკურატურა კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორს და ვინ დაიცავს მის ინტერესებს სასამართლოში?

თამარ თედლიაშვილის თქმით, დავით წეწვაძის პროკურატურა სსკ-ს 182-ე და მე-200 მუხლების დარღვევაში ედავება, რაც თანხების მითვისებას და უაქციზო საქონელის გამოშვება, შენახვა, რეალიზაციას გულისხმობს. 

“გამოძიება დაწყებულია სისხლის სასამართლის კოდექსის 182-ე და მე-200 მუხლებით. ბრალთან მიმართებაში პოზიცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუფიქსირებია. დღეს განიხილება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი.  საუბარია 2017 წლის ეპიზოდებზე”, – განაცხადა თედლიაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.