ახალი ამბები

გორის 1-ელი საბავშვო ბაღის დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსი არ გვექნება – სააგენტო

გორის 1- ელი საბავშვო ბაღში დირეტორის პოზიციაზე ღია კონკურსი არ გამოცხადდება.

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე მსურველებს განცხადების საფუძველზე შეარჩევენ.

“ღია კონკურდი არ გამოცხადდება, განცხადების საფუძველზე შეირჩევა ყველაზე კვალიფიციური და იმას დავნიშნავთ. მობრძანდებიან იკითხავენ და ხელმძღვანელი შესთავაზებს რა ვაკანსიაცაა და შემოიტანენ. წლებია ასე გრძელდება, განცადება ღია კონკურსზე არ ცხადდება”, – განმარტავს სააგენტო.

ინფორმაციისთვის, საბავშვო ბაღში 2 თვის განმავლობაში დირექტორის პოზიციას, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის სიდედრი იკავებდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.