ქარელში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ადასტურებს.
გულიაშვილის განმარტებით ცენტრალური სტადიონის განახლება და კეთილმოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის დღის წესრიგში დგას.
“საზოგადოების მაღალი და აქტიური მოთხოვნიდან გამომდინარე ქარელში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ფედერაციასთან და გავდივართ კონსულტაციებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან წარმატებული კონსულტაციის გავლის შემდეგ უკვე უშუალო სამუშაოები დაიწყება. სტადიონის რეაბილიტირების პარალელურად, ქარელში პროფესიული გუნდის ჩამოყალიბებასაც ვგეგმავთ“, – ამბობს გულიაშვილი
ინფორმაციისთვის, შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ქარელი ერთადერთია, სადაც ამჟამად პროფესიული საფეხბურთო სტადიონი არ ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში უკანასკნელი პროფესიული სტადიონი 2022 წლის გაზაფხულზე ხაშურში გაიხსნა, რომლის მშენებლობის ხარჯებმაც 6.4 მილიონი ლარს მიაღწია.