ახალი ამბები

ხაშურის მერიამ 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტები დააჯილდოვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 100%- იანი გრანტის მქონე 10 სტუდენტი დააჯილდოვა.

სტუდენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს, ფულადი ჯილდო გადაეცათ.

უწყების თქმით, თანხის ჯამური რაოდენობა 7 000 ლარი იყო.

“სტუდენტებს გადავეცით ფულადი ჯილდო. თანხის საერთო რაოდენობა 7 000 ლარი იყო, რომელიც ყველა სტუდენტზე თანაბრად გადანაწილდა, – განმარტავენ მერიაში

მოზაიკა გთავაზობთ წარმატებული სტუდენტების ჩამონათვალს:

  • ლიკა შუბითიძე;
  • მარიამ გელაშვილი;
  • ნინო აბულაძე;
  • თამარ კობალაძე;
  • მარიამ კოზანაშვილი;
  • მარიამ ლომიძე;
  • დალიკო ორაშვილი;
  • ეკატერინე ხვედელიძე;
  • სალომე ლომიძე;
  • მარიამ კოკოზაშვილი.
დატოვეთ კომენტარი