ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში გაზი აფეთქდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თათანაანთ უბანში გაზი აფეთქდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის სამზარეულო დაზიანდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სამზარეულოში გამავალი გაზის მილი თაგვმა გადაღრღნა და დააზიანა. გაზის ანთების დროს კი აალება მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დატოვეთ კომენტარი