ახალი ამბები

ბრეთის მეურნეობაში სპორტდარბაზის მოსაწყობად 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება 

სოფელ ბრეთის მეურნეობაში სპორტდარბაზის რეაბილიტაციისთვის ქარელის მუნიცპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ სამუშაოებისთვის 261 205 ლარი გაითვალიწინა. 

სამუშაოების პირველ ეტაპზე არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი მოხდება, შემდეგ კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი