ახალი ამბები

ქარელელმა სპორტსმენებმა ტარიელ ალიბეგაშვილის ტურნირზე 5 მედალი მოიპოვეს

ქარელის თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპორტსმენებმა, ყაზბეგში გამართულ ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირზე, ხუთი მედალი მოიპოვეს.

ინფორმაციას ქარელის თავისუფალი ჭიდაობის სპორტ-სკოლა ავრცელებს. სკოლის განმარტებით სპორტსმენები 2008 წელს არიან დაბადებულები.

“ქარელის თავისუფალი ჭიდაობის სპორტ სკოლის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს ყაზბეგში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში.მათ ხუთი მედალი და გუნდური მეორე ადგილი აიღეს”, – წერს სკოლა.

პირველი ადგილი დაიკავეს:

  • ანდრია გორგაძე(26კგ);
  • გიორგი კასრაძე(29კგ).
  • ლაშა დურგლიშვილი(32კგ)

მესამე ადგილი დაიკავეს:

  • როიშან მამედოვი(52კგ);
  • საბა ტყემალაძე(52კგ).
დატოვეთ კომენტარი