თბილისისა და ბათუმის ცენტრალური სტადიონების შემდეგ გორი პირველი ქალაქია, სადაც “VAR” დამკვიდრდა.
გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც სტადიონზე “VAR-ის“ განთავსებას მოითხოვს.
ათწლიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთში “VAR-ის” სისტემა 2018 წლის საქართველოში “VAR-ის”, რომელიც იშიფრება, როგორც „დამხმარე ვიდეო არბიტრი“ დანერგვაზე აქტიური საუბარი 2019 წლის მიწურულს დაიწყო. საბოლოოდ კი საქართველოში პირველი მატჩი, „ვიდეო არბიტრის“ თანხლებით 2022 წელს, დინამო არენაზე, „დინამო“ თბილისისა და „დინამო“ ბათუმის შეხვედრაში შედგა.
“VAR-ის“ ეფექტუნარიანობიდან გამომდინარე, გორის ცენტრალურ სტადიონზე გასამართი ყველა შეხვედრა სრული სამართლიანობითა და თანასწორობით ჩატარდება და აღმოიფხვრება ისეთი შეცდომები, როგორებიცაა : უსამართლოდ დანიშნული, ან არდანიშნული პენალტი, თამაშგარე, წითელი ბარათი, ჩათვლილი გოლი და ასშ.
ინფორმაციისთვის, ათწლიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთში “VAR-ის” სისტემა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურად დამკვიდრდა და მას შემდეგ ევროპის წამყვან საკლუბო ჩემპიონატებშიც გავრცელდა.