კასპში ადგილობრივ ანსამბლს “მოურავი” ვარსკვლავს გაუხსნიან, – ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ვარსკვლავის გახსნა ქალაქის დღესასწაულის “კასპობა 2022” ფარგლებში დაიგეგმა.
” 23 ოქტომბერს ადგილობრივი ანსამბლის “მოურავი” ვარკვლავი გაიხსნება. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღინისძიები გაიმართება, ვარსკვლავის გახსნა დაგემლია 18:00 საათზე”, – გვითხრეს კასპის მერიაში.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული ანსამბლი 16 წევრისგან შედგება, რომელიც ფოლკლორულ სიმღერებს ასრულებს.
დატოვეთ კომენტარი