ახალი ამბები

ვაკანსიები გორის მერიაში – 7 პოზიციაზე კადრს მერია კონკურსის გზით არჩევს

გორის მუნიციპალიტეტის მერიას 7 ვაკანსია აქვს გამოცხადებული. უწყება კონკურსის წესით კადრების შერჩევას შემდეგი პოზიციებისთვის აპირებს:

  • მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი
  • მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
  • მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების მე – III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
  • მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
  • საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე
  • მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
  • მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინსპექტირებისა და ანალიტიკური განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ვაკანსიებიდან, შიდა კონკურსის წესით, მერია მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელის შერჩევას აპირებს. დანარჩენ შემთხვევაში, უწყებას ღია კონკურსი აქვს გამოცხადებული. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, hr.gov.ge-ზე მოცემულია ინფორმაცია ანაზღაურებების შესახებაც:

  • სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე – 1 760 ლარი
  • განყოფილების ხელმძღვანელი – 1 540 ლარი
  • III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 1 210 ლარი

მსურველებს, საკუთარი განაცხადებების წარდგენა 24 ოქტომბრამდე შეუძლიათ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.