ახალი ამბები

მოსწავლეები საღოლაშენიდან, რომლებმაც ხვიჩა ბურჯანაძის სახელობის სტიპენდია მოიპოვეს

საღოლაშენის  4-მა მოსწავლემ ხვიჩა ბურჯანაძის სახელობის სტიპენდია მოიპოვეს. სტიპენდიანტები კონკურსის წესით გამოვლინდნენ. 

“სკოლაში ჩატარდა საყვარელი წიგნების მიხედვით დაწერილი რეცენზიების კონკურსი, რომელიც მღვდელი ნიკოლოზ როინიშვილის ინიციატივით გაიმართა და გამოვლინდა 4 გამარჯვებლი მოსწავლე, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში  სტიპენდიას მიიღებენ”, – გვითხრეს სკოლაში. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიდენტიის მფლობელები გახდნენ:

  • იანა ჯავახიშვილი;
  • ნინო ახალკაცი;
  • მარი კოკოზაშვილი;
  • ბარბარე სამნიაშვილი.

კონკურსის დანარჩენ მონაწილეებს საჩუქრად წიგნები გადასცეს. 

“ხვიჩა ბურჯანაძე სოფელ წვერიდან იყო, რომელიც სიმსივნით დაიღუპა. მისმა მეგობარმა მამა ნიკოლოზ როინიშვილმა საღოლაშნის საჯარო სკოლაში მისი სახელობის ბიბლიოთეკა დაარსა, შემდგომ კი ბავშვებში კითხვისადმი ინტერესის გასაჩენად  ხვიჩა ბურჯანაძის სახელობის სტიპენდია დააწესა, რომელსაც, ყოველ წელს კონკურსის წესით შერჩეული მოსწავლეები იღეებენ”, – განმარტავენ სკოლაში. 

დატოვეთ კომენტარი