ახალი ამბები

გორში ბიბლიოთეკის რემონტისთვის 70 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება 

გორში, ცხინვალის გზატკეცილის #21 -ში მდებარე ბიბლიოთეკის რემონტისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ სამუშაოებისთვის 70 899 ლარი გაითვალისიწინა. 

შენობაში დაგეგმილია:

  • იატაკზე ქვიშა ცემენტის ხსნარის მოჭიმვა;
  • იატაკზე ლამინატის მოწყობა;
  • პლასტმასის პლინტუსის მოწყობა იატაკზე ფიტინგებით;
  • იატაკის მოპირკეთება ხაოიანი კერამიკული ფილით;
  • კედლების მოპირკეთება კერამიკული ფილით;
  • კერამიკული პლინტუსის მოწყობა;
  • უნიტაზისა და ხელსაბანის მოწყობა;
  • ჭერზე ნესტგამძლე თაბაშირმუყაოს ფილების მოწყობა;
  • კედლების, ჭერისა და გვერდულების დამუშავება და შეღებვა მაღალი ხარისხის წყალემულსიის ხსნარით;  MDF-ის ყრუ კარების მოწყობა საკეტით;
  • ლითონის ორფრთიანი სეიფის კარის მოწყობა;
  • მეტალოპლასტმასის ფანჯრების მოწყობა;

ასევე დაგეგმილია ელექტრო გაყვანილობების სრულად გამოცვლა და მოწყობა.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ ბიბლიოთეკის რემონტი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ერთ თვეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი