ახალი ამბები

გორის 1 – ელი საბავშვო ბაღის დირექტორმა თანამდებობა დატოვა 

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის სიდედრმა, გორის 1-ელი  საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. 

სოფო სისუაშვილი ამ თანამდებობაზე 2 თვის წინ, მისმა სიძემ, გიორგი შათირიშვილმა დანიშნა, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოყვა.  სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელს ნეპოტიზმში ადანაშაულებდნენ. 

“მოზაიკა” სოფო სისუაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

“კომენტარს არ ვაკეთებ, ნუღარ შეგვაწუხებთ ამ საკითხთან დაკავშირებით”, – გვითხრა სისუაშვილმა. 

ვინ დაიკავებს აღშნუშნულ ბაღში დირექტორის თანამდებობას და გამოცხადდება თუ არა საჯარო კონკურსი ხელმძღვანელის შესარჩევად, ჯერჯერობით უცნობია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.