ახალი ამბები

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ბერშუეთის მკვიდრი თამაზ გლურჯიძეა – ცნობები სოფლიდან

დაკავებული ჰყავთ ჩვენი თანასოფლელი თამაზ გლურჯიძე, – ამის შესახებ “მოზაიკას” ადგილობრივებმა უთხრეს. 

მისი უკანონო დაკავების შესახებ, სოფელში განსხვავებული ვერსიები აქვთ. თანასოფლელების ნაწილი ამბობს, რომ გლურჯიძე მაშინ დააკავეს, როცა სოფელთან ახლოს მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდა. 

“სოფლის განაპირას იყო, პირუტყვს მწყემსავდა. ალბათ გაუყვა გზას, შეეშალა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და დააკავეს კიდეც”, – გვეუბნებიან სოფელში. 

ნაწილი გზის არევის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ ოკუპანტები გლურჯიძის დაკავების მიზნით, თავად გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მეთივე თქმით, თამაზ გლურჯიძე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა გუშინ გაიტაცეს. 

“გუშინ გაიტაცეს და როგორც ვიცით, ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ. ასე გავიგეთ ჩვენ”, – ამბობენ სოფელში. 

მომხდართან დაკავშირებით, გლურჯიძის ოჯახი მედიასთან არ საუბრობს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.