ახალი ამბები

გორში ბავშვთა უფასო სამედიცინო შემოწმება ჩატარდება

გორში, სარეაბილიტაციო ცენტრი “რაიდმედი” ძვალ-სახსროვანი დაავადებების კვლევით დეპარტამენტს ხსნის. 29 ოქტომბერს, დეპარტამენტის გახსნასთან დაკავშირებით, ცენტრი უფასო სამედიცინო შემოწმებაზე იწვევს 4-15 წლამდე ასაკის ბავშვებს.

სამედიცინო შემოწმება მოიცავს:

  • პედიატრის კონსულტაცია;
  • ტრავმატოლოგ-ორთოპედის კონსულტაცია;
  • ანტროპომეტრია;
  • გონიომეტრია;
  • სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის შემოწმება;
  • რეაბილიტოლოგის კონსულტაცია;

სამედიცინო შემოწმება დაიწყება 11:00 საათიდან. მისამართი: ქ. გორი, თამარ მეფის 76, სასტუმრო “ვიქტორია”. მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ ნომერზე:  599 930 088.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.