ქარელის მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის თანამდებობა ვაკანტურია. ამ პოსტზე მყოფი ვახო თურქაძე ქარელის მერმა კულტურის სამსახურის უფროსად გადაიყვანა.
როგორც ქარელის მერის მოადგილემ “მოზაიკას” უთხრა, აუდიტის სამსახურის ახალ უფროსს მერია კონკურსის წესით შეარჩევს.
“აღნიშნულ თანამდებობაზე კონკური იქნება გამოცხადებული და ისე მოხდება კადრის შერჩევა. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია კი hr.gov.ge-ზე დაიდება” – გვითხრა ნათია მაწონაძემ.
დატოვეთ კომენტარი