ახალი ამბები

გაიხსენება თუ არა გორში “მაკდონალდსი” – კომპანია გორის პოტენციალზე საუბრობს 

“მაკდონალდს საქართველო” ქვეყნის მასშტაბით ახალ რესტორნებს ხსნის. კომპანიას საერთო ჯამში, 1500-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 

იგეგმება თუ არა რეგიონებში ახალი ობიექტებს გახსნა, ამის შესახებ ბიზნესგამოცემა BMG “მაკდონალდს საქართველოს” გენერალური დირექტორს, თენგიზ კაპანაძეს ესაუბრა. 

“უდაოდ ბევრი სიახლეა გორში, ამას ვხედავთ ჩვენც და ანალიზს ვაკეთებთ. ჩანს, რომ იქ არსებობს გარკვეული ე.წ. ტრეფიკი. ამიტომ შესაძლოა, ეს ქალაქი ჩვენთვის საინტერესო იყოს. “მაკდონალდსს” თავის სტანდარტები აქვს და მნიშვნელოვანია ქალაქმა შეძლოს დაკმაყოფილება. მე ვსაუბრობ მინიმალურ ტრანზაქციებზე, რომელიც უნდა ავითვისოთ და მაკ დრაივის ფორმულირებაზე, რაც მაკდონალდსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გიდასტურებთ, რომ გორი უდაოდ არის ჩვენი ხედვის არეალში“, – ამბობს თენგიზ კაპანაძე. 

ინფორმაციისთვის,  „მაკდონალდს საქართველომ“ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 150 მილიონ ლარს აღწევს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.