ახალი ამბები

გორში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა

გორში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა. 

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრის გახსნის მიზანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული და სტრუქტურული ერთეულების გაძლიერება და ასევე საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

” შიდა ქართლის მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს, „ერთი სარკმლის“ პრინციპით, ერთ სივრცეში მიიღებს, მათ შორის: ავტომობილი მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი, ეტაპობრივად სხვა ქალაქებშიც გაიხსნება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.