ახალი ამბები

ხაშურში, ზემო სერის ტყეში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

“ხაშურში, ზემო სერზე სარეაბილიტაციაო სამუშაოები დაიწყო”, – ინფორმაციას ამის შესახებ მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პირველი ეტაპი ითვალისწინებს: 

  • 1 კმ. სიგრძის სარბენი ბილიკის მოწყობას;
  • ველო ბილიკის მოწყობას;
  • საპარკინგე ადგილების შერჩევას;
  • ფანჩატურების დადგმას;
  • ბავშვებისთვის ატრაქციონების დამონტაჟებას;

“ასევე, მოხდება დასასვენებელი სკამების ჩადგმა და ნაგვის ურნები განთავსდება. რა თქმა უნდა, პარკში ლედ განათება იქნება. პირველი ეტაპი ამ სამუშაოებს მოიცავს და ეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალ წელსაც და სულ რამდენიმე წელში ეს ტერიტორია მთლიანად იქნება ათვისებული”, – განაცხადა ხაშურის მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 803 897ლარია ბიუჯეტი. სამუშაოებს შპს “დაგი” და შპს “მშენებლი” ახორციელებენ.

დატოვეთ კომენტარი