ახალი ამბები

“სესხი 28 000 დოლარი იყო, 66 000 გადავიხადე” – ხაშურში, გამოსახლებული მოქალაქე აქციებს გეგმავს

“მე დავკრგე სახლიც, მიწაც და 28 ათასიანი ვალით გავდივარ ქუჩაში”, – ამბობს ხაშურელი მამისა ჯაფარაშვილი, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხორებელი სახლიდან გამოასახლეს. 

როგორც მამისა ამბობს, პროკრეტიტბანკთან 12 წლიანი საბანკო ვალდებულება ჰქონდა, ბანკმა სახლი აუქციონის გზით შეიძინა და მამისა სახლის გარეშე დარჩა. 

“28 000 გამოვიტანე, გადავიხადე 66 000 დოლარი, მაგრამ მოგეხსენებათ, ბანკებში უმატებენ. მე ვიყავი ბანკის 12 წლიანი კლიენტი. შემდეგ, რომ რაღაც შეფერხება იყო, ვთხოვე რესტრუქტურიზაცია, უარი მითხრეს. ეს სახლი გაიტანეს აუქციონზე და თვითონ ბანკმა იყი 12 5000 ლარში. მერე მიწა გამიყიდეს და დამიტოვეს 28 000 ვალი. საბოლოო ჯამში, მე დავკრგე სახლიც, მიწაც და 28 ათასიანი ვალით გავდივარ ქუჩაში”, – ამბობს მამისა. 

მისი თქმით, არ იცის სად გააგრძელებს ცხოვრებას თუმცა, აპირებს რომ ბრძოლა გააგრძელოს. მან სხვა მოქალაქეებთან ერთად საპროტესტო აქციების მოწყობა გადაწყვიტა. 

“დღეიდან ვიწყებთ ახალ კამპანიას, აქციას და უკვე ბანკებთან გადავინაცვლებთ. მთელ საქართველოს მოვუყრით თავს ბანკებთან და მერე მივადგებით ხელისუფლებას და ვნახავთ, თუ არ გადაყვება ამას. არაფრის წაღებას არ ვაპირებ, აქ სიმბოლურად ეყრება ყველაფერი. მაგათი იყოს ესეც, რაც 22 წლის განმავლობაში შემიძენია”, – ამბობს მამისა. 

რუსთაველის ქუჩაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრში გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.