ახალი ამბები

გორის N8 სკოლის პედაგოგს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით გორის N8 საჯარო სკოლის მასწავლებელს, მარინე ჩიტაძეს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლების წარმატების შესახებ ინფორმაციას სკოლის დირექტორი, ნანა ედიშერაშვილი ავრცელებს:

“ჩვენმა სკოლამ წარადგინა, მართლაც, ღირსეული მასწავლებელი მენტორის სტატუსზე. შენ ამას იმსახურებ შენი უდიდესი პასუხისმგებლობის, ერთგულების, შრომისმოყვარეობის, კოლეგებისადმი მხარდაჭერის, ბავშვების დიდი სიყვარულის გამო. სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი ხარ. ძალიან მიხარია თითოეული შენი წარმატება, ეს ხომ ჩვენი სკოლის წარმატებაცაა”, – ამბობს ნანა ედიშერაშვილი.

ედიშერაშვილის ინფორმაციით, სკოლას ახლა ორი მენტორი მასწავლებელი ჰყავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.