ახალი ამბები

10 ოქტომბერს გორში ღვინის ფესტივალი გაიმართება 

9-დან 15 ოქტომბრამდე, საქართველოს მასშტაბით, იმართება ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“. 

ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები დაგეგმილია გორშიც, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გასტანს.

ფესტივალი 15:00 საათზე, სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში დაიწყება.

  • 15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
  • 15:00–20:00 კვების სივრცე: დედას პური, მწვადი, ყველი, თაფლი, ტყლაპი, ჩურჩხელა;

ადგილობრივი მზარეულებისა და მოწვეული შეფის მიერ მომზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება.

15:00–18:00 მასტერკლასები:

  • პურის ცხობა;
  • ჩურჩხელების ამოვლება;
  • ჭაჭის გამოხდა;
  • ფელამუშის მომზადება.

  • 15:00–18:00 თიხის მასტერკლასები.
  • 15:30–16:00 კოსტიუმირებული მუსიკოსები გუდასტვირებით.
  • 16:00–19:00 ცეკვის მასტერკლასები.
  • 15:00–20:00 ექსკურსიები მარნებში.

  • 15:00–19:00 მუსიკალური პროგრამა – ჯაზური კომპოზიციები და დიჯეი.
  • 15:00–18:00 ინტერაქტიული საექსპოზიციო სივრცე – „უძველესი სასმისები“.
  • 16:30–17:30 შეფ დიმიტრი შარაშიძისა და სომელიე ნიკა ხომასურიძის შოუ – ღვინისა და კერძების შეხამება.
  • 18:00–18:30 ქართული სუფრა და გუდასტვირი.
  • 19:00–20:00 მუსიკალური კომპოზიციები – ინსტრუმენტი – საქსაფონი.
  • 20:00 კონცერტი – თბილისის ბიგბენდი – მარიკო ებრალიძე, მაია ბარათაშვილი, ნესტან ჯიბლაძე, ნინო გველესიანი, თემო საჯაია, მარი პავლიაშვილი, ზაურ შავგულიძე.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.