ახალი ამბები

28 სექტებმერი ცოფთან ბრძოლის დღეა – სად შეუძლიათ უფასო ვაქცინაცია მოქალაქეებს 

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.  აღნიშნული დღე წელს მეთექვსმეტედ აღინიშნება. 

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო დღევანდელ დღესთან დაკავშირებით აქვეყნებს ინფორმაციას, სად შეუძლიათ მოქალაქეებს ცოფის ვაქცინის გაკეთება უფასოდ შიდა ქართლში: 

  • გორი – ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ოფისის მიმდებარე ტერიტორია); სტალინის ქუჩა – (სტალინის მუზეუმთან) კულტურისა და დასვენების პარკი;
  • ქარელი – თამარ მეფის ქ. №24 ( შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ოფისის მიმდებარე ტერიტორია);
  • კასპი – აღმაშენებლის ქ. №86 ( შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ოფისის მიმდებარე ტერიტორია);
  • ხაშური – ტაბიძის ქ.№ 2 (მერიის მიმდებარე ტერიტორია).

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2015 წლიდან დღემდე, ადამიანის ცოფით დაავადების 4 შემთხვევაა დაფიქსირებული. მიმდინარე 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი ქვეყანაში ადამიანის ცოფით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დატოვეთ კომენტარი