ახალი ამბები

ხაშურში რკინიგზის სადგურის ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 

ხაშურში, რკინიგზის საგურზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაიგება ბეტონის საფარი, განახლდება კიბის კონსტრუქცია, მოაჯირები, განხორციელდება სამღებრო სამუშაოები.

“ვინაიდან, ხიდზე მიმდინარე სამუშაოები, მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია, მოსახლეობას ვთხოვთ, რამდენიმე დღით, თავი შეიკავონ, ხიდზე გადაადგილების მცდელობისგან და ისარგებლონ ალტერნატიული გზით”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

ინფორმაციისთვისს, პროექტს ახორციელებს საქართველოს რკინიგზა და წარმომადგენლების განმარტებით, სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.

დატოვეთ კომენტარი