ახალი ამბები

შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

არასრულწლოვანზე მომხდარი სავარაუდო სექსუალური ძალადობის მორიგი ფაქტი შიდა ქართლში – პოლიციამ 50 წელს გადაცილებული კაცი, 13 წლის შვილიშვილის მიმართ, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავა.

სავარაუდო დანაშაული რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპლაიტეტში მოხდა.

დაკავებულს გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“მოზაიკას” ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 50 წელს გადაცილებული მამაკაცის ოჯახში ბრალდების არ სჯერათ და ირწმუნებიან, რომ მოზარდმა ამბავი ბაბუაზე შურისძიების მიზნით გამოიგონა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები