ახალი ამბები

დავით ყიფიანის თასზე „დილას“ მეტოქე თბილისის “დინამო” იქნება  

საქართველოს დავით ყიფიანის თასის 2022 წლის სეზონის 1/4 ფინალური სტადიის წილისყრის შედეგები ცნობილია.

გორის „დილამ“ მეოთხედფინალური ეტაპის საგზური „დინამო 2-ის“ დამარცხებით მოიპოვა. აღნიშნულ შეხვედრაში გორელებმა მეტოქე 4-1 დაამარცხეს.

1/4 ფინალში გორელებს გაცილებით რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევთ, რადგან ამჯერად მათი მეტოქე „დინამო“ თბილისის ძირითადი გუნდი იქნება.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ :

  • „ლოკომოტივი II” – „გურია“;
  • „რუსთავი“ – „ტორპედო“;
  • „შუქურა“ – საბურთალო“;
  • „დინამო“ – „დილა.

„დინამოს“ საქართველოს თასი ისტორიაში 13-ჯერ აქვს მოგებული, რაც საქართველოში საუკეთესო შედეგია. თასზე წარმატების მიღწევა 2011/2012 წლების სეზონში გორელებმაც მოახერხეს და ისტორიაში ერთადერთხელ მოგებული დავით ყიფიანის თასი ფინალში ს.კ „ზესტაფონის“ დამარცხების შემდეგ აღმართეს.

„დინამოსა“ და „დილას“ დაპირისპირება 12 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“ შედგება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები