ახალი ამბები

“გაჩერდით ახლა, დაწყნარდით” – რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მძევლებთან საუბრისას

“თქვენ, ქალბატონო, ძალიან ბევრს ნერვიულობთ, გაჩერთდით და დაწყნარდით”, – ამ სიტყვებით მიმართავდა “საქართველოს ბანკში” მყოფ მძევლებს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. 

ვიდეო, სადაც თეიმურაზ კალანდაძის ურთიერთობა ჩანს მძევლებთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ  თეიმურაზ კალანდაძე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 5 თვის წინ დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ის კალანდაძე ძალადობაშია ბრალდებული. 

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულ თავმდასხმელს “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალში მძევლად 12 ადამიანი ჰყავს აყვანილი.

დატოვეთ კომენტარი