“მოვიდნენ, მარტო ღობე გააკეთეს და ერთი წყარო დადგეს, მას მერე მასეა”, – უთხრეს “მოზაიკას” სანაბელში მცხოვრებლებმა.
ადგილობრივები სოფელში სკვერის მოწყობას ელოდნენ, რასაც ქარელის მერია სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში დაპირდა. სამუშაოებისთვის დაახლოებით 10 000 ლარი იყო გამოყოფილი.
“არც ატრაქციონები მოუტანათ და არც სკამები, რომ შეხვიდე და ჩამოჯდე მაინც. როგორც ვიცით, მამა თადეოსის ინიციატივა იყო, რომ სოფელს სკვერი ჰქონოდა”, – გვითხრეს სოფელში.
იმას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერი უნდა გაკეთებულიყო ადგილობრივი მღვდელიც ადასტურებს.
“ეს მოაჯირი გააკეთეს ორი სკამი მოიტანეს და ისინიც არ დაუყენებიათ. ჩემი სახლის ეზოში დგას, მიდით და გადაიღეთ. ეს წყაროც არ მუშაობს, “მოტორის” დაყენება სჭირდება”, – გვითხრა ადგილობრივმა მღვდელმა, მამა თედეოსმა.
სოფელში არ იციან, რატომ და სადამდე გადაიდო სკვერის მოწყობა.