გორის „დილამ“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური საგზური „დინამო 2-ის“ დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
აღნიშნული დაპირისპირება 13 სექტემბერს, თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა და „დილამ“ მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 1-4 დაამარცხა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა, თუმცა არის შანსი, რომ გორელებს საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდეთ, მაგალითად :
- „დინამო“ თბილისი;
- „დინამო“ ბათუმი;
- „საბურთალო“ თბილისი;
- „ტორპედო“ ქუთაისი.
გორელთათვის ჩემპიონატში გართულებული სიტუაციის შემდეგ წლევანდელი სეზონის მთავარ პრიორიტეტად სწორედ დავით ყიფიანის სახელობის თასი რჩება.
დატოვეთ კომენტარი