ახალი ამბები

ხელოვნური ტბა გვაქვს – აღმაშენებლის ქუჩაზე, ტექნიკამ შემთხვევით წყლის მილები დააზიანა

წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს, ტექნიკამ შემთხვევით, მილები დააზიანა, რამაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგების პრობლემა შექმნა. ამის შესახებ “მოზაიკას” ადგილობრივებმა აცნობეს.

აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, წყალი ამ დრომდე, ქუჩაში მოედინება.

“ხელოვნური ტბაა ჩვეულებრივ. არც შემოღობეს და მიაგდეს. უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. საკმაოდ დიდი ორმოებია, ბავშვი რომ ჩავარდეს, ვინ აგებს პასუხს? არ შეიძლება ასეთი უპატრონობა, ამოვიდა ყელში”, – ამბობს სოსო ბაბაევი.

დატოვეთ კომენტარი