ახალი ამბები

„დილა“ „თელავის“ წინააღმდეგ | მატჩის დღე ბურჯანაძეზე

პარასკევს, 9 სექტემბერს გორში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩი გაიმართება.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილა“ „თელავს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

26-ე ტურის წინ „დილა“ ცხრილის მე-4 ადგილზე იმყოფება 38 დაგროვილი ქულით, ხოლო კახელები მე-7 ადგილზე არიან, ჩემპიონატში დასარჩენად იბრძვიან და ფლეი-აუთის ზონამდე 1 ქულა აშორებთ.

ამ სეზონში აღნიშნული გუნდები 2-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ერთი მატჩი „დილას“ გამარჯვებით 2-1 დასრულდა, ხოლო მე-2 მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.