ახალი ამბები

60 წელს გადაცილებულმა კაცმა 12 წლის გოგონა გაიტაცა

პედოფილიის და სქესობრივი დანაშაულის სავარაუდო ფაქტი შიდა ქართლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში – 60 წელს გადაცილებულმა კაცმა 12 წლის გოგონა გაიტაცა.

მამაკაცი ამ დრომდე მიმალვაშია, მას ახლა პოლიცია ეძებს.

“ორივე ჩვენი მეზობელია, ბავშვი 12 წლისაა, კაცი ტაქსის მძღოლია და 60 წელს არის გადაცილებული. ყველანი შოკში ვართ. გაქციეულია ეხლა ეს კაცი და ეძებს პოლიცია. ჩვენ დეტალები არ ვიცით, ზოგი ამბობს გააუპატიურაო, ზოგი კი, მცდელობა იყოვო. ფაქტია დანაშაულს აქვს ადგილი. დიდი ხმაური იყო, გოგოს ეძებდნენ და გამთენიისას მოვიდა. როგორც ჩანს, ბავშვმა უამბო მშობელს რაც მოხდა”, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

“მოზაიკა” დამატებით დეტალებს, შსს-ში არკვევს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.