ახალი ამბები

16 საბავშვო ბაღიდან გათბობის ქვაბების გარეთ გატანაზე ქარელის მერია 57 000 ლარს ხარჯავს

“სტანდარტებიდან გამომდინარე საჭიროება დადგა გათბობის ქვაბების გარეთ გატანის”, – გვითხრა ქარელის მერის მოადგილე ნათია მაწონაძემ.

მერიამ 16 საბავშვო ბაღის გათბობის ქვაბების გარეთ გატანისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვისთვის უწყებას 57 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

“გახშირებული უბედური შემთხვევების გამო, სოკარმა მოგვთხოვა, რომ ეს ქვაბები გარეთ გაგვეტანა”, – გვითხრა ნინო მეზვრიშვილმა, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.

ამ ეტაპზე, ქარელის მერია გათბობის ქვაბების გარეთ გატანას შემდეგ საბავშვო ბაღებში გეგმავს:
  • ქვემო ხვედურეთის საბავშო ბაღი;
  • აბისის საბავშო ბაღი ;
  • ბრეთის საბავშო ბაღი;
  • ბრეთის მეურნეობის საბავშო ბაღი;
  • კეხიჯვრის საბავშო ბაღი;
  • ფცის საბავშო ბაღი;
  • ურბნისის საბავშო ბაღი;
  • ქვენატკოცის საბავშო ბაღი;
  • წვერის საბავშო ბაღი;
  • ქარელის 1-ლი საბავშო ბაღი
  • ქარელის მე-2 საბავშო ბაღი;
  • რუისის 1-ლი საბაშო ბაღი;
  • რუისის მე-3 საბავშო ბაღი;
  • აგარის საბაშო ბაღი;
  • ბებნისის საბავშო ბაღი;
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი