ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლები 2022-2023 სასწავლო წელს სხვადასხვა სიახლით ხვდებიან.
ქარელის რესურსცენტრის უფროსის, გიორგი კობახიძის თქმით რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ სკოლას.
“რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ აბისის და ურბნისის საჯარო სკოლებს. ოქტომბრის ბოლოს დასრულდება ახალსოფლის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც. იგეგმება ქარელის პირველი საჯარო და აგარის სკოლის სრული რეაბილიტაცია. ამ სკოლების პროექტირება დასრულებულია და როდიდან დაიწყება, რეაბილიტაციის პროცესი ეს ჯერ ზუსტად არ ვიცით, მოსწავლეების გადანაწილებაც მასშემდეგ დაიგეგმება სხვა სკოლებში,როდესაც ზუსტი დრო გახდება ცნობილი სკოლების რეაბილიტაციის”, – გვითხრა გიორგი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტში 36 საჯარო სკოლაა.
დატოვეთ კომენტარი