ახალი ამბები

მეჯვრისხევში დაკავებულის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს  

სამართალდამაცებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მარიხუანას შენახვა – რეალიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 

სამართალდამცავებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს დიდი რაოდენობით მარიხუანა და საბრძოლო ვაზნები.

დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ აღნიშნული ვაზნები მას არ ეკუთვნოდა და პოლიციამ 2008 წლის ომის დროს ნაპოვნი ვანზები ამოიღო.

ინფორმაციისთვის, დღეს, 7 სექტემბერს გორში სპეცოპერაცია რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა. დაკავებულებს გამოძიება ნარკოლიარიზატორობას ედავება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.