ახალი ამბები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ “მოზაიკასთან” კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნათია ილურიძემ ისაუბრა. 

“გადაწყვეტილია ახალქალაქის სკოლის სრული რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, როგორც კი შესაბამისი ეტაპები იქნება გავლილი. ამ სკოლის ბავშვები დროებით სასირეთის სკოლაში, მეორე ცვლაში ისწავლიან”, – განაცხადა ილურიძემ.

ილურიძის განცხადებით, სამუშაოები შესაბამისი ეტაპების გავლის შემდეგ დაიწყება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები