ახალი ამბები

საგურამოში „დილამ“ და „ლოკომოტივმა“ ქულები გაიყვეს

5 სექტემბერს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში გორის „დილა“ თბილისის „ლოკომოტივს“ საგურამოში ესტუმრა და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გორელებმა მატჩის სტარტშივე მოიპოვეს კომფორტული უპირატესობა და მეტოქეს 0-2-ს ამარცხებდნენ, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში, „ლოკომოტივმა“, რომელიც ჩემპიონატის აუთსაიდერია, 2 გოლის გატანა და მატჩის გადარჩენა შეძლო.

საბოლოო ჯამში გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„დილას“ შემადგენლობიდან გოლები თორნიკე კაპანაძისა და ონორე გომისის ანგარიშზეა.

შემდეგ შეხვედრას „დილა“ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ს.კ „თელავის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 9 სექტემბერს 20:00 საათზეა ჩანიშნული.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები