ახალი ამბები

დაპირისპირება გორის მერსა და სუს-ის რეგიონალური ოფისის უფროსს შორის 

გორის მერსა და სუს-ის რეგიონული ოფისის უფროს შორის დაპირირისპირება რამდენჯერმე მოხდა – ამის შესახებ “მოზაიკას” მერიის თანამშრომლებმა უთხრეს. წყაროს ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი საკადრო პოლიტიკაა. 

“ლადოს თავისი კადრების დანიშვნა უნდა. ვხედავთ კიდეც, რომ ძირითადად თავის გარემოცვას ასაქმებს, სუს-ს კი თავად უნდა საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა. ესაა კონფლიქტის მიზეზი, რომელიც როგორც ვიცი, ხინჩეგაშვილსა და ნონიკაშვილს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც მივიდა”, – უთხრეს ‘მოზაიკას”.

წყაროს ცნობით, დაპირისპირების გამო, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ერთი თვის წინ მერის პოსტის დატოვებაც სურდა.

“ლადოს მთავარი მოკავშირე და მფარველი ყოფილი გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე იყო”, – გვიყვებიან მერიაში.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და ოთარ ნონიკაშვილის დაპირისპირებას ადასტურებს ოპოზიციაშიც. ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ სწორედ ამ დაპირისპირების შემდეგ გადაწყვიტა, გორის მერმა აშშ-ში წასვლა. 

დატოვეთ კომენტარი