ახალი ამბები

ატენის სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ატენის საჯარო სკოლა ახალ სასწალვო წელს სარემონტო სამუშაოებით ხვდება.

აღნიშნული სამუშაოების გამო ატენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება.

“მოზაიკასთან” საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი განმარტავს, რომ ატენის სკოლის მოსწავლეები სწავლას მეზობელი სოფლების სკოლებში გააგრძელებენ. 

“ატენის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების გამო აღნიშნული სკოლის მოსწავლეები დროებით ბნავისისა და ხიდისთავის სკოლებში გააგრძელებენ სწავლას.მოსწავლეებისთვის გამოყოფილი იქნება ტრანსპორტი, რომელიც მათ სახლიდან სკოლამდე გადაადგილებას უზრუნველყოფს”, – განმარტა ნანა ტერმაკოზაშვილმა. 

ატენელი მოსწავლეები ხიდისთავისა და ბნავისის საჯარო სკოლებში მეორე ცვლაში ისწავლიან.

დატოვეთ კომენტარი