გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. დარბაიძის თქმით, საკადრო ცვლილება მისი სურვილით განხორციელდა.
“მე მინდოდა, თანამდებობის დატოვება. შესაბამისად, ახლა ანსამბლის “გორი” ხელმძღვანელი ვარ. ეს უფრო ჩემი სფეროა და მგონია, ბევრი პროექტის და იდეის განხორციელებას შევძლებ. ახლა ვემზადებით კონცერტისთვის, რომლის გამართვასაც ნოემბერში ვგეგმავთ”, – გვითხრა დარბაიძემ.
“გორი” ამავე ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაში მყოფი ვოკალური ანსამბლია.
დატოვეთ კომენტარი