ახალი ამბები

გორისა და ხაშურის მერიები 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებენ 

ხაშურისა და გორის მერიები 100% გრანტის მქონე სტუდენტებს დაასაჩუქრებენ.

ხაშურს მერიის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 100% გრანტის მქონე სტუდენტების მოიძიება. 

“ხაშურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით,ჩვენ ზუსტი რაოდენობა არ გვაქვს ამიტომ ვთხოვთ, რომ თვითონ წარმოადგინონ დოკუმენტაცია. საბუთების შემოტანის ბოლო ვადა 30 სექტემბერია და ამის შემდეგ გვეცოდინება რამდენი ბენეფიციარი გვყავს”, – ამბობენ ხაშურის მერიაში. 

ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსის ნინო სუხიაშვილის განმარტებით პროგრამული ბიუჯეტის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულია 7500 ლარი ჯამურად, ხოლო დანარჩენი დამოკიდებულია ბენეფიციართა რაოდენობაზე.

100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს გორის მერიაც.

უწყება წარმატებული სტუდენტების წახალისებას „საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოვების 2022 წლის პროგრამის“ ფარგლებში გეგმავს.

ინიციატივა ეხება სკოლის 2022 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას:

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს;

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი ) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა;

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:

► განცხადება;

► პირადობის მოწმობის ასლი;

► ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);

► სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;

► ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;

► საბანკო ანგარიშის ნომერი.

► დევნილის სტატუსის შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივი მისამართის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინოთ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული სამმართველოდან (ქ. გორი, სამების #1);

საკონტაქტო პირი: გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, ნინო ბერიანიძე, მობ: 599 85 17 47;

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.