ახალი ამბები

“ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება სამსახურის მანქანით ისარგებლოს შვებულების პერიოდში”

“შვებულება შრომის ნაწილია და ლოგიკურად, უნდა ჰქონდეს ადამიანს ამ პერიოდში სამსახურის მანქანით გადაადგილების უფლება”, – ეს განცხადება გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის მერის მოადგლე სამსახურის მანქანით შვებულების დღეებში სარგებლობდა. 

“მე  ერთ რამეს ვიტყვი, რომ საკანონმდებლო სისტემის სერიოზული კაზუსი იქნება, თუ შვებულებაში მყოფ ადამიანს არ აქვს სამსახურის მანქანით გადაადგილების უფლება. როდესაც ადამიანის სტაჟს ითვლიან, იქ შვებულების პერიოდს არ აკლებენ, რადგან შვებულების პერიოდი საჭიროა იმ ძალის და ენერგიის აღდგენისთვის, რომელსაც ადამიანი შრომაში ხარჯავს”, – განაცხადა დავით რაზმაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ღვიანიაშვილს საკრებულომ ყოველთვიური საწვავის ლიმიტი 500 ლიტრამდე გაუზარდა. 

ამავე თემაზე: გორის ვიცე მერის შვებულება და მოგზაურობა სამსახურეობრივი ავტომობილით

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.