ახალი ამბები

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებელ თანხას ქარელში 86 000 ლარი დაამატეს

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გათვალიწინებულ თანხას ბიუჯეტში 86 000 ლარი დაამატეს, – შესაბამისი გადაწყვეტილება ქარელის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. 

ხელისუფლების თქმით, ეს გადაწყვეტილება ელბაქიანთკარში გაჩენილი ხანძრის შედეგია. 

“ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, გადამწვარია ელბაქიანთკარში 7 საცხოვრებელი სახლი. მართალია, ზოგიერთ მათგანს აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი, თუმცა ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა. ეს დამატებული 86 000 ათასი გამოყოფილია სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულთათვის, არა მარტო მათთვის, ვინც ელბაქიანთკარში ხანძრის დროს დაზარალდა, არამედ სხვა სტიქიური უბედურებისთვისაც იქნება განკუთვნილი ეს თანხა”, – აღნიშნა ქარელის საკრებულოს თავჯდომარემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი