ახალი ამბები

“გულზე სკდებიან ნაციონალები, რომ ქარელში კარგი რამ კეთდება” – შუბითიძე აუზის გახსნაზე

“გულზე სკდებიან, რომ ქარელში კარგი რამ კეთდება”, – ეს განცხადება ჯუმბერ შუბითიძემ გუშინ ქარელის მერიაში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას გააკეთა. 

ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ენმ-მ იცოდა, რომ მუნიციპალური აუზის გახსნა 5 სექტემბერს იგეგმებოდა და სწორედ ამიტომ ჩავიდა ლევან ხაბეიშვილი გუშინ ქარელის მერიაში.

“ძალიან ცუდი ინციდენტი მოხდა გუშინ. შემოიჭრნენ მერიის შენობის მე-3 სართულზე და არაკომპეტენტურ პირს, ქარელის მერიის თანაშემწეს სთხოვენ პასუხს, კომენტარის გაკეთებას ქარელის საცურაო აუზთან დაკავშირებით”.

ჯუმბერ შუბითიძის თქმით, ქარელის მერის თანაშემწეს ვერ ექნებოდა პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც ენმ-ის წევრი უსვამდა – ლევან ხაბეიშვილი კითხულობდა, თუ სად წავიდა 5 მილიონი ლარი და როდის გაიხსნებოდა ამ თანხით აშენებული აუზი.

“ეს პიროვნება ხელშეკრულებით არის დანიშნული და რა კომენტარი უნდა გაეკეთებინა.  ნაციონალები ინფორმაციას ავრცელებენ არასწორად, ბატონი პრემიერი ქარელში არ ყოფილა აუზის გასახსნელად, მან მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა უბრალოდ”, – განაცხადა ჯუმბერ შუბითიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქარელის მერიაში ლევან ხაბეიშვილის მისვლის და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ქარელის მერიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ეწერა, რომ აუზი 5 სექტემბერს გაიხსნება. 

ინფორმაციისთვის, ეს ის აუზია, რომლის გახსნას მერია ზაფხულის დასაწყისში აანონსებდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი