ახალი ამბები

წარმოშობით ატენელი ძმები რუსეთში გარდაცვლილები იპოვეს – რა ვერსიები აქვს ოჯახს

რუსეთში ქართველი არასრულწლოვანი ძმები გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევა ქალაქ ესენდუკში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით 17 წლის ძმამ ტყუპისცალი იარაღით მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა. ოჯახის ახლობლბლები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება სახიფათო ინტერნეტ თამაშთან იყოს დაკავშირებული.

გარდაცვლილი ტყუპი ძმები, იგორ და ნიკალაი გრაციევები წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენიდან არიან.

“7 დღე ეძებდნენო, ბაიკერებს უპოვიათ ტყეში გარდაცვლილები, ეგეც გადმოცემით ვიცით, ჩემს ძმასთან არ გვილაპარაკია. ინფორმაცია გვაქვს, რომ ორი წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალნენ და ჩაიკეტნენ, კომპიუტერზე დამოკიდებულები გახდნენ, ჩემი ძმის გადმოცემით ვიცი, რომ ძალიან ნერვიულობდა”, – ამბობს გარდაცვლილი ძმების მამიდა, მარიკა გურწიშვილი.

ოჯახი ეჭვობს, რომ ძმები ერთ-ერთი ინტერნეტ თამაშის მსხვერპლნი გახდნენ.

“ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, მაგრამ ჩვენ ერთადერთი ვერისია გვაქვს, რომ ისინი კომპიუტერული თამაშის მსხვერპლნი გახდნენ. სხვას ვერაფერს ვფიქრობთ”, – ამბობს მარიკა გურწიშვილი.

ინფორმაციისთვის, ტყუპი ძმების საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ამბავი რუსულმა მედიამ გაავრცელა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.