წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე, ახალი ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარედ ცალმხრივი ზოლით მოძრაობა მანქანებისთვის დროებით შეზღუდულია.
კეთილმოწყობის სააგენტოს თქმით, შეზღუდვის მოხსნის თარიღი უცნობია და ის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზეა დამოკიდებული.
“აღნიშნული შეზღუდვა გამოწვეულია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. იგეგმება გზის 740 მეტრიანი მონაკვეთის, პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა დასახლებამდე, რეაბილიტირება.”
გორის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამუშაოები მოსახლეობის მოთხოვნის შედეგად ტარდება და მისი დასრულების შემდეგ მძღოლებს გადაადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.
დატოვეთ კომენტარი