ახალი ამბები

აგარის და ქვენატკოცის მოსახლეობას წყალი სასმელად და სარწყავად არ ჰყოფნის

წყლის პრობლემა მთელი ზაფხულია გრძელდება – ამბობენ აგარასა და ქვენატკოცაში. 

ადგილობრივების თქმით, არის პერიოდები, როდესაც წყალი რამდენიმე დღით წყდება. 

“წყლის პრობლემა მთელი ზაფხულია გრძელდება. ყოფილა პერიოდი, რომ წყალი 3-4 დღეც არ გვქონია. საღამოობით მოდის, ისიც ცოტახნით. დღე საერთოდ არ მოდის. თუ წამოვიდა, ისიც იმდენად დაბალი წნევით, რომ ვერ ვიყენებთ”, – ამბობს გვანცა კაჟაშვილი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ წყლის პრობლემას თავად მოსახლეობის დაუდევრობა იწვევს, რადგან ადგილობრივები სასმელ წყალს ბაღების მოსარწყავად იყენებენ. 

“აღნიშნული პრობლემა განხილვის საგანი იყო გასული თვის საკრებულოს სხდომაზე, სადაც აღინიშნა რომ აგარას და ქვენატოკოცას 24 საათიანი წყალმომარაგება ქონდა. ის, რომ სასმელი წყალი ბაღების მოსარწყავად არის გამოყენებული, ეს თავად მოსახლეობის მოსაგვარებელია. ჩვენ ყველას სახლში ვერ მივაკითხავთ და მათ კონტროლს ვერ მოვახდენთ”, – თქვა ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი