ახალი ამბები

3 ქალი ქარელიდან, რომლებსაც “აწარმოე საქართველო” ბიზნეს იდეას დაუფინანსებს

“აწარმოე საქართველოს” საგრანტო კონკურსში ქარელში მცხოვრებმა 3-მა ქალმა გაიმარჯვა – მიღებული თანხით ლანდა ბეგიჯანაშვილი, იზა მაზმიშვილი და ლელა ლურსმანაშვილი საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელებას შეძლებენ. 

როგორც ცნობილია, ლანდა ბეგიჯანაშვილი ხმის ჩამწერი სტუდიის გაკეთებას აპირებს. იზა მაზმიშვილი სამკერვალოს და მის ბაზაზე სკოლას მოაწყობს. ხოლო ლელა ლურსმანაშვილი საბავშო სილამაზის სალონს გახსნის. 

ინფორმაციისთვის, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამას 1338 გამარჯვებული ჰყავს საქართველოს მასშტაბით, საიდანაც 50% ქალი, 50% კი კაცია.

დატოვეთ კომენტარი