ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში ახალი ა(ა)იპ-ის შექმნას გეგმავენ 

გორის  მუნიციპალიტეტიში ახალი, მე-12 ა(ა)იპ -ის შექმნაზე მსჯელობენ. 

საკრებულომ ბიუროს დღის წერიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საკითხად განიხილა „გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი.  

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ინფორმაციით, აღნიშნული ა(ა)იპ -ი მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამსახურის ინსპექტირებას შეითავსებს. 

“ეს იქნება მუნიციპალური ინსპექცია, მაგალითად, კონტროლიორი ტრანსპორტის ა(ა)იპ- ში, პარკირების კონტროლიორი კეთილმოწყობის ა(ა)იპ-ში, მაგათვის იქნება შესაბამისი ფორმები, გაივლიან ტრენინგებს. ჯერჯერობით, ყველაფერი დაზუსტებული არ არის, ჯერ ჩვენ უნდა მივცეთ ნებართვა, რომ ა(ა)პ-ი გააკეთონ და მერე უკვე ფართო მასებითვისაც იქნება ცნობილი. ალბათ სექტემბერში, პარლამენტი დაამტკიცებს შესაბამის კანონს და გარემოვაჭრეების დაჯარიმების უფლებაც ექნება ამ სააგენტოს. საკითხი ჯერჯერობით ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, ჯერ შესაბამისმა კომისიამ უნდა განიხილოს, დადებს თავის დასკვნას და მომდევნო ბიუროს გავლის შემდეგ, საკითხი გავა საკრებულოს სხდომაზე”, – განმარტა დავით რაზმაძემ. 

ინფორმაციისთვის, საკრებულოს მორიგი სხდომა 9 სექტემბერსაა ჩანიშნული. 

დატოვეთ კომენტარი